უმცროსი ექიმებისა და საექიმო სპეციალობის მაძიებელთა საყურადღებოდ!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2015 წლის 13 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით უმცროსი ექიმებისა და საექიმო სპეციალობის მაძიებლებისათვის, რომლებმაც მზადება დაიწყეს 2013 წლის 20 დეკემბრამდე და დასრულებული აქვთ I სასწავლო წლის მოდულები, აცხადებს რეგისტრაციას სარეზიდენტო პროგრამის ,,სამედიცინო რადიოლოგია“ (ხანგძლივობა – 2 წელი) ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მოდულებზე.

რეგისტრაციისათვის უმცროსმა ექიმმა/საექიმო სპეციალობის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით);
  2. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი და დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი);
  3. საექიმო  სპეციალობის მაძიებლის მოწმობა (მოწმობა და მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი); ექიმ–სპეციალისტებისთვის – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი (სერთიფიკატი და  სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი);
  4. უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  5. ამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);
  6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (მოწმობის ასლი);
  7. ავტობიოგრაფია (CV);
  8. ფოტოსურათი 3X4სმ ზომით – 2 ცალი.

        საბუთების მიღება იწარმოებს ყოველ დღე შაბათ–კვირის გარდა 10:00 სთ–დან 18:00 სთ-მდე.                  მისამართი: ქ. ბათუმი, ე. ნინოშვილის ქ. N35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კანცელარია. ტელ.: 0422 27 17 88.

იხ. ბრძანება


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა