კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

დადგენილება  №22

2015 წლის 9 მარტი

ბსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე  ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ბსუ–ს წესდების მე–8 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის, სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ 3.1. პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმის (№8, 6.03.2015) ამონაწერის საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ

დაადგინა:

  1. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე   ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დანართი-1-ში მითითებული  მიმართულების მიხედვით გამოცხადდეს კონკურსი;
  2. კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
    ა) საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 14 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით,  დასვენების დღეებისა და შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 16 საათამდე;
    ბ) კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 27 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, ხოლო  შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა;
    გ) კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდეს 2015 წლის 5 მაისიდან;
  3. მოწონებული და დამტკიცებული იქნას კონკურსანტის განცხადების (დანართი 2), ანკეტის (დანართი 3), განცხადებისა და საჩივრის მიღების შესახებ ცნობების (დანართი 4დანართი 5), კონკურსის მონაწილეთა და საჩივრების სარეგისტრაციო ჟურნა¬ლების (დანართი 6დანართი 7) ფორმები;
  4. ინფორმაცია (დანართი 8) კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე.
  5. დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

აკადემიური საბჭოს  სხდომის თავმჯდომარე,
პროფესორი გურამ ჩაგანავა

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4
  დანართი 5
  დანართი 6
  დანართი 7
  დანართი 8

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა