დაიწყო შიდა მობილობის (ფაკულტეტის შეცვლისა და აღდგენის წესით ჩარიცხვის) პროცესი

ა) დოკუმენტაციის მიღება - 2015 წლის 26  იანვრიდან  30 იანვრის ჩათვლით;

ბ) კრედიტების აღიარება - 2015  წლის 2 თებერვლიდან 4 თებერვლის ჩათვლით;

გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 2015 წლის 5 თებერვალი;

ბსუ–ში აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველმა სტატუსშეჩერებულმა/სტატუსშეწყველილმა პირებმა უნდა წარმოადგინონ  შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
  4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის  ბრძანების ასლი.

ფაკულტეტის შეცვლის  მსურველმა   ბსუ–ს სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
  4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეწყვეტილი/სტატუსშეჩერებული პირის აღდგენის წესით ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველი სრულად დაფარავს ფინანსურ დავალიანებას;

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1  (კანცელარია)

  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა