დაიწყო მობილობის პროცესი

სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის  წესით  ჩარიცხვის მსურველი  სტუდენტი   ვალდებულია  განათლების  ხარისხის  განვითარების ეროვნული  ცენტრის  ელექტრონულ  პორტალზე  (www.students. eqe.ge) გაიაროს  რეგისტრაცია 2015  წლის 23 იანვრიდან  5 თებერვლის ჩათვლით

ა) დოკუმენტაციის მიღება - 2015 წლის 6 თებერვლიდან - 11 თებერვლის ჩათვლით;

ბ) კრედიტების აღიარება - 2015 წლის 12-13 თებერვალი;

გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 2015 წლის 16 თებერვალი; სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან   ბსუ–ში გადმოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  საბუთები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;
  3. სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის    ასლი;
  4. სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ         ათვისებული კრედიტების შესახებ;
  5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწ­მე­ბული ასლი;
  6. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების   მიღება  იწარმოებს  2015  წლის  6 თებერვლიდან 11 თებერვლის  ჩათვლით.

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35,  ოთახი № 1  (კანცელარია)

  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა