ახალი სამაგისტრო პროგრამა

სურათი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებითა და ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლიდან იგეგმება პროგრამის - „კულტურის მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა“ - განხორციელება. ამ მიზნით აჭარის რეგიონიდან დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში, მაგისტრატურაში სასწავლებლად ყოველწლიურად გაემგზავრება ორი სტუდენტი.      

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს ბრიტანეთში სწავლისა და სხვა საჭირო ხარჯებს (მაგისტრატურის სრული კურსის სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა. შ.)

აპლიკაციების მიღების ვადა: 2014 წლის 5 დეკემბრიდან  - 21 დეკემბრის 17:00 საათამდე.

სააპლიკაციო ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ბრიტანეთის საბჭოს დააჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდებზე: ვებგვერდი 1, ვებგვერდი 2

გთხოვთ, შევსებული აპლიკაციის ფორმა და თანმხლები საბუთები:

1. აჭარის ავტომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის ასლი ან სამოქალაქო რეესტრის ამონაწერი)

2.  დიპლომებისა და ნიშნების ფურცლების ასლები

აღნიშნული ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს ბრიტანეთის უმაღლეს სასწვლებლებში (კინგს კოლეჯ ლონდონი, ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი, ედინბურგის ქვინ  მარგარეტის უნივერსიტეტი, მანჩესტერის უნივერსიტეტი) არსებულ სამაგისტრო კურსებს ხელოვნებისა და კულტურის შემდეგი მიმართულებებით:

  • კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრია
  • ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტი
  • ხელოვნება და პოლიტიკა
  • ხელოვნებისა და კულტურის პოლიტიკა
  • კულტურის პოლიტიკა, ურთიერთობები და დიპლომატია
  • კულტურა და კრეატიული მეწარმეობა
  • კულტურის პოლიტიკა და ტურიზმი
  • მუზეუმთმცოდნეობა

პროგრამაში მონაწილეობის ძირითადი მოთხოვნაა: კანდიდატი უნდა იყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, ჰქონდეს არანაკლებ  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა