ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი NDI აცხადებს კონკურსს ბათუმის საკრებულოში სტაჟირების პროგრამაზე. კონკურსის გამარჯვებულები სტაჟირებას 2015 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით სრულ განაკვეთით (სამუშაო საათები 10:00– 18:00 საათი) გაივლიან და სტიპენდიას მიიღებენ 150 დოლარის ოდენობით. სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციაში და მონაწილეობა მიიღონ NDI-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში.
წარმატებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ბაკალავრის დიპლომი შემდეგ დარგში:
• პოლიტიკური მეცნიერებები
• სამართალი
• საჯარო მმართველობა
• ეკონომიკა
• ფინანსები
• საზოგადოებასთან ურთიერთობები
– პოლიტიკური პროცესების კარგი ცოდნა
– ძლიერი ანალიტიკური უნარები
– ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა
– გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
– ორგანიზატორული უნარ–ჩვევები
– წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
– კომპიუტერის კარგი ცოდნა (Microsoft Office Programs, Excel, Internet).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 8 დეკემბრამდე CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: irekhviashvili@ndi.org. ტესტირებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებაზე მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, NDI ახორციელებს პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობის პროგრამას. პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი საკრებულოების ინსტიტუციურ განვითარებას, მათი გამჭვირვალობის ხელშეწყობას, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებას და საკრებულოს ამომრჩეველთან ურთიერთობის მექანიზმების დახვეწას.
უკან |