დოქტორანტთა საყურადღებოდ!

9 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „შოთა რუსთაველის დარბაზში“ (#55) გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.

საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების გზით სტიმული მისცეს სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას, უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებას და სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნას. საგრანტო კონკურსი ასევე ითვალისწინებს დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას.

1 დეკემბერს (ორშაბათი) 15-16 სთ; 
5 დეკემბერს (პარასკევი) 15 სთ-დან -16:30 სთ - მდე; 
12 დეკემბერს (პარასკევი) 15 სთ-დან -16:30 სთ - მდე; 
17 დეკემბერს (ოთხშაბათს) 15 სთ-დან -16:30 სთ - მდე; 
19 დეკემბერს (პარასკევი) 15სთ-დან -16:30  სთ -მდე;

მისამართი: ქ.თბილისი, მ.ალექსიძის ქ.N1. III სართული. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი. ტელ: 577 50 04 75 ზურაბ ბრაგვაძე

გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება:

3 დეკემბერს (ოთხშაბათი) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 16 სთ-დან;

4 დეკემბერს (ხუთშაბათი) თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 11 სთ-დან; 

8 დეკემბერს (ორშაბათი) ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 12 სთ-დან;

9 დეკემბერი (სამშაბათი) ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში, 11 სთ-დან; 

10 დეკემბერს (ოთხშაბათი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 16 სთ-დან;
 
15 დეკემბერს (ორშაბათი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ახალციხე) 12 სთ-დან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა