საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების გზით სტიმული მისცეს სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას, უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებას და სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნას. საგრანტო კონკურსი ასევე ითვალისწინებს დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას.
პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 1 დეკემბრიდან 21 დეკემბრის 24 სთ-მდე; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 23 დეკემბერი, 18:00 საათი;
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე
უკან |