ესტონურ-ქართული ერთობლივი პროექტი „SMART UP GEORGIA”

სურათი
ესტონურ-ქართული ერთობლივი პროექტი „SMART UP GEORGIA” აცხადებს კონკურსს პროექტის მონაწილე სტუდენტთა შესარჩევად. პროექტმა სტარტი 10 ნოემბერს აიღო და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს შეუძლია. SMART UP GEORGIA სტუდენტთა შორის „სტარტ-აპ“ შეჯიბრების და სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამაა და  ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასონ და განავითარონ საკუთარი მეწარმეობის უნარი, ლიდერის თვისებები, გუნდური მუშაობის ჩვევები.
 
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა შექმნან ჯგუფები (2-დან 6 კაცამდე), შეიმუშაონ ბიზნესიდეა და 23 დეკემბრამდე დარეგისტრირდნენ შემდეგ ვებგვერდზე: http://smartupgeorgia.com/. ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
 
4 დეკემბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სოციალური ქსელის შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/events/719923701394011/.
 
პროექტში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და საუკეთესო გუნდი  ესტონეთში გაემგზავრება ერთკვირიანი სასწავლო მოგზაურობის ფარგლებში. 
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართებს: https://www.facebook.com/smartupgeorgia?fref=ts, http://smartupgeorgia.com/ ან დაუკავშირდით კოორდინატორს, ასოცირებულ პროფესორ პაატა ჩაგანავას (ოთახი N125, ტელ: 577 545490, ელ.ფოსტა: chaganavapaata@hotmail.com).
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა