28 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტში, 55-ე აუდიტორიაში განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების კოორდინატორი თინათინ გახოკიძე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსს შემდეგ პროგრამებზე: საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა.
უკან |