მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო!

გაცნობებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება მიმდინარე წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.

სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებული აღმწერები, 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის პერიოდში ვალდებულნი არიან შემოიარონ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ყველა საცხოვრისი და მათში მცხოვრები შინამეურნეობის ერთი ან რამდენიმე სრულწლოვანი წევრის გამოკითხვის გზით, სპეციალური კითხვარების მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია შინამეურნეობისა და მის შემადგენლობაში მყოფი თითოეული წევრის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის დრო მერყეობს 40-60 წუთი.

,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღწერის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპოდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოგმართავთ თხოვნით, აღწერის სრულყოფილად და მაღალორგანიზებულად განხორციელების მიზნით, გაუწიოთ დახმარება საქსტატის თანამშრომლებს და მიაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია თქვენი და თქვენი შინამეურნეობის წევრების შესახებ.

აღწერასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე -www.geostat.ge და www.census.ge.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა