ერასმუს მუნდუსის აქტივობა 2 – MEDEA მეორე სააპლიკაციო პერიოდი დაიწყო!
პროექტი MEDEA ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) მობილობა პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.
აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 15 დეკემბერი. დაწვრილებითი ინფორმაციისათვისა და განაცხადის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდს http://www.ema2-medea.com/
სრული სააპლიკაციო დოკუმენტაციის პროექტის ვებგვერდზე ატვირთვის ბოლო ვადაა: 2015 წლის 12 იანვარი
პროექტის MEDEA მეორე კონკურსისთვის ბსუ-ს სამედიცინო მიმართულების სტუდენტებსა და პერსონალს სთავაზობს შემდეგ სააპლიკაციო პოზიციებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის:
სამიზნე ჯგუფი - I
- დიპლომამდელი პროგრამა – 6-თვიანი (2 პოზიცია)
- დიპლომამდელი პროგრამა –10-თვიანი (5 პოზიცია)
- სამაგისტრო პროგრამა – 6-თვიანი (1 პოზიცია)
- სამაგისტრო პროგრამა –10- თვიანი ან 24-თვიანი (4 პოზიცია)
- სადოქტორო პროგრამა –6- თვიანი (2 პოზიცია)
- სადოქტოროპროგრამა –18- თვიანი (3 პოზიცია)
- სადოქტორო პროგრამის შემდგომი კვლევა (დოქტორის წოდების მფლობელთათვის)
სამიზნე ჯგუფი - II
- მაგისტრატურა - 6-თვიანი (1 პოზიცია)
სამიზნე ჯგუფი -III (მხოლოდ ლტოლვითა და შშმ პირთათვის)
- მაგისტრატურა - 10 -თვიანი (1 პოზიცია)
* სამიზნე ჯგუფებზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://www.ema2-medea.com/index.php/general-information/target-groups
დამატებითი ინფორმაცია:
სტიპენდია მოიცავს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 1000 ევროს, დოქტორანტებისათვის 1500 ევროს, ხოლო მკვლევარებისთვის 1800 ევროს ყოველთვიურად, ასევე საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის დაფინანსებას.
კონკურსის მონაწილეებმა განაცხადის ფორმასთან ერთად უნდა ატვირთონ გარკვეული დოკუმენტები. დოკუმენტები სავალდებულოა და თუ ისინი არ იქნება ატვირთული, განაცხადი შეფასებული იქნება როგორც არასრული.
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ინგლისურ ენაზე (თუ დოკუმენტი ინგლისურ ენაზე არ არის გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ, მაშინ ის ნოტარიულად დამოწმებულ ინგლისურენოვან ასლთან ერთად უნდა იქნას წარდგენილი).
ასატვირთი დოკუმენტის ფორმები:
(გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს დასკანერებული და შენახული PDF ფორმატში. ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტების ხილვადობას, მათი მოცულობითი მეხსიერება არ აჭარბებდეს 2 მეგაბაიტს ჯამურად).
- ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის: Learning agreement
- დოქტორანტებისა და დოქტორანტურის შემდგომი მკვლევარებისათვის: Work plan
- პერსონალისათვის: Work plan
შენიშვნა სასწავლო ხელშეკრულებასთან მიმართებაში (Learning agreement): თუ თქვენ განაცხადს აკეთებთ საზღვარგარეთ გაცვლით პერიოდზე აუცილებელია, რომ შეავსოთ ყველა სასწავლო კურსი, რომლის გავლაც გსურთ მასპინძელ უნივერსიტეტში. თუ განაცხადს აკეთებთ საზღვარგარეთ სრული ხარისხის სტიპენდიაზე, ზუსტად მიუთითეთ თუ რომელი სამაგისტრო პროგრამა გსურთ გაიაროთ მასპინძელ უნივერსიტეტში და რა პერიოდში.
შენიშვნა სამუშაო გეგმასთან მიმართებაში (Work plan): ეს გეგმა წარმოადგენს სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილი სწავლების, კვლევისა თუ პედაგოგიურ საქმიანობის სხვადასხვა ეტაპის ამსახველ შემაჯამებელ დოკუმენტს.
ზოგადი სავალდებულო დოკუმენტები:
-
პირადი დოკუმენტები:
- პასპორტის ან ID ბარათის ასლი
- ფოტოსურათი
-
ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (გთხოვთ გაითვალისწინოთ მასპინძელი უნივერსიტეტის სავალდებულო ენა, შესაბამისი დონე და სავალდებულო სერტიფიკატი):
- ინგლისური ენის სერთიფიკატი (საერთაშორისოდ აღიარებადი დოკუმენტი)
- სხვა ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი
- გადაამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ენის კომპეტენციის დონის მოთხოვნები
-
აკადემიური მოსწრებისა და/ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები:
- აკადემიური მოსწრების ასლი ქულათა ჯამური საშუალო არითმეტიკულის მითითებით (ანუ მთელი სასწავლო პერიოდისთვის მიღებული ნიშნები). ბაკალავრებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ წარმატებით დაასრულეს მინიმუმ ერთი აკადემიური წელი მშობლიურ უნივერსიტეტში
-
გაცვლითი პროგრამის მონაწილე ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის:
- Learning agreement: გთხოვთ, მიუთითოთ თქვენთვის სასურველი კურსების ჩამონათვალი,
რომელსაც გთავაზობთ მასპინძელი უნივერსიტეტი მობილობის პერიოდში
- ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან (ნიშნების ფურცელი)
- მიღებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგისტრებისათვის)
-
ხარისხის მაძიებელი მაგისტრებისათვის:
- Learning agreement: გთხოვთ, მიუთითოთ რა სამაგისტრო პროგრამის გავლა გსურთ მასპინძელ უნივერსიტეტში.
- აკადემიური მოსწრების ფურცელი (ტრანსკრიპტი, ანუ ნიშნების ფურცელი)
- მიღებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგისტრებისათვის)
-
გაცვლითი /ხარისხის მაძიებელი დოქტორანტებისათვის:
- Work Plan სათანადოდ ხელმოწერილი
- ტრანსკრიპტი (გაცვლითი სტუდენტისათვის საჭიროების შემთხვევაში)
- მიღებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
- მასპინძელი უნივერსიტეტის მოწვევის წერილი
-
მკვლევარებისა და პერსონალისათვის:
- სამუშაო გეგმა ანუ Work plan
-
რეკომენდაცია და მოტივაცია:
- მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი, სასურველია აკადემიური პერსონალისაგან ან სხვა
პირისაგან, ვისაც აქვს აკადემიური ან საქმიანი ურთიერთობა აპლიკანტთან
- მესამე სამიზნე ჯგუფის აპლიკანტთათვის: უმწეო მდგომარეობის ამსახველი
დამადასტურებელი დოკუმენტი
დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის ლოკალურ კოორდინატორს, სოფიო ბერიძეს (ელ. ფოსტა sophio.beridze@hotmail.com);
მისამართი: ბსუ-ს საერთო საცხოვრებლის კორპუსი (რუსთაველის ქუჩა), I სართული, კლინიკური თერაპიის დეპარტამენტი (15:00-დან 18:00 საათამდე.) პარასკევს, სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიულ ცენტრი;
ან დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ხათუნა ხაბაძეს (ელ. ფოსტა khatuna_80@hotmail.com; ird@bsu.edu.ge)
უკან |