კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე

საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმინ N-5
ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი, მიმართულება-მათემატიკური ანალიზი.

საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმინ N-5
იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და სამართლის მეთოდების და საფუძვლების მიმართულება

საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმინ N-5
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი


აკადემიური საბჭო დადგენილება  №155, 06.12.2014
„სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ბსუ-ს აკადემიური საბჭოს  2014 წლის 24 ოქტომბრის  №127 დადგენილებით გამოცხადებული კონკურსის ჩატარების მიზნით საკონკურსო კომისიების შემადგენლობისა და უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის შესახებ” ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 4 დეკემბრის #149 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  აკადემიური საბჭო დადგენილება  №155


აკადემიური საბჭო დადგენილება  №149, 02.12.2014
სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 24 ოქტომბრის №127 დადგენილებით გამოცხადებული კონკურსის ჩატარების მიზნით საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის შესახებ 

 

  აკადემიური საბჭო დადგენილება  №149


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო

დადგენილება  №127

2014 წლის 24 ოქტომბერი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ბსუ–ს წესდების მე–8 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის, სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ 3.1. პუნქტის, იურიდიული ფაკულტეტის (№4, 21.10.2014), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (№3, 23.10.2014) და ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის (№2, 23.10.2014) საბჭოს სხდომათა ოქმების ამონაწერების საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ

დაადგინა:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტში 2014 წლის 1 ნოემბრიდან დასაკავებელ აკადემიურ თანამდებობებზე დანართი 1–ში მითითებული ფაკულტეტების, დარგობრივი დეპარტამენტებისა და მიმართულებების მიხედვით;
  2. კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
    ა) საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 1 დეკემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, 10–დან 17 საათამდე.
    ბ) კონკურსი ჩატარდეს 8 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.
    გ) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2014 წლის 12 დეკემბ¬რისა;
    დ) კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმ-დეს 2015 წლის 10 იანვრიდან.
  3. მოწონებულ და დამტკიცებული იქნეს კონკურსანტის განცხადების (დანართი 2), ანკეტის (დანართი 3), განცხადებისა და საჩივრის მიღების შესახებ ცნობების (დანართი 4, დანართი 5), კონკურსის მონაწილეთა და საჩივრების სარეგისტრაციო ჟურნა-ლების (დანართი 6, დანართი 7) ფორმები;
  4. ინფორმაცია (დანართი 8) კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნი¬ვერ¬სიტეტის ვებ–გვერდზე და უნივერსიტეტის კანცელარიის საინფორმაციო დაფაზე;
  5. დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

აკადემიური საბჭოს  თავმჯდომარე,
რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4
  დანართი 5
  დანართი 6
  დანართი 7
  დანართი 8

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა