პროექტი -,,სტუდენტები თვითმმართველობისათვის“

17 ოქტომბერს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული  ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება და ორგანიზაციის ,,მოქალაქე“ პროექტს -,,სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ გააცნობს.

პროექტის მიზანია:
ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაზრდა და მოქალაქეობრივი მოვალეობებისა თუ როლის გაცნობიერების ხელშეწყობა.
თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა.

ამ მიზნის მისაღწევად პროექტით გათვალისწინებულია:
სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზი, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავება.
სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თვითმმართველობის არსის და ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გაცნობა.


კონკურსი ტარდება სამ ეტაპად:
პირველი -  შესარჩევი ეტაპი, რომლის მიზანია საკონკურსო გუნდების ფორმირება და შერჩევა;

ყველა გუნდი, რომელიც წარმატებით გადალახავს შესარჩევ ეტაპს, მონაწილეობას მიიღებს მეორე და მესამე ტურში და იმუშავებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესწავლა/ანალიზსა და ამავე მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვის, გეგმის შემუშავებაზე.

მეორე და მესამე ტურის მონაწილეებისათვის უშუალოდ მათ რეგიონებში ჩატარდება სპეციალური ტრენინგები თვითმმართველობის არსის, კვლევის მეთოდების, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის შესახებ,  რომელიც დაეხმარება გუნდებს ამ ეტაპებზე გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებაში.

მეორე ეტაპი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური  დოკუმენტის მომზადებაზეა ფოკუსირებული. გუნდებმა კონკრეტულ  მუნიციპალიტეტში  არსებული ვითარების შესწავლისა და  ანალიზის საფუძველზე უნდა მოამზადონ ანალიტიკური დოკუმენტი „მუნიციპალიტეტის პრობლემები და საჭიროებები";

მეორე ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი ითვალისწინებს სტუდენტთა გუნდების მიერ საპროექტო წინადადების მომზადებასა და წარდგენას (საპროექტო წინადადებაში აღწერილი იქნება ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებისათვის საჭირო აქტივობები, კვლევის/შეფასების მეთოდოლოგია, ბიუჯეტი და სხვ.); პირველი ნაწილის შემდეგ გუნდები იღებენ უკუკავშირს (კომისიის მოსაზრებას, შენიშვნას, რეკომენდაციას). მეორე ნაწილი კი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებაზე, არსებული ბიუჯეტის ანალიზზეა ფოკუსირებული.

მესამე ეტაპი გულისხმობს  კონცეპტუალური დოკუმენტის მომზადებას „მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა". დოკუმენტში ასახული უნდა იყოს გამოვლენილი პრობლემების დაძლევის გზები, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და მომდევნო წლის ბიუჯეტი.

კონკურსის გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემს ორგანიზაცია „მოქალაქე".

სხვა პრიზებთან ერთად, გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური განვითარებული თვითმმართველობის მქონე ევროპის ქვეყნებში.
დეტალური  ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 247 33 33 ან მიმართეთ პროექტის Facebook-ის  გვერდს

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ბმულზე
გისურვებთ წარმატებას!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა