ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ ღია ლექციების ციკლზე „ვის ეშინია ფემინიზმის?“

სურათი

17 ოქტომბრიდან, ბათუმის შოთა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის ფარგლებში, ლექციების ღია ციკლი - „ვის ეშინია ფემინიზმის?“ იწყება.

საჯარო ლექციები ყოველ პარასკევს, 17:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში ჩატარდება.

ლექციების ციკლის პირველი თემაა „ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ“, რომელიც ქალის უფლებების მოპოვების ისტორიას და მის ძირითად მოქმედ პირებს აღწერს. ლექციის მსმენელებს საშუალება ექნებათ ფემინისტური იდეების დასავლური ისტორია დაუკავშირონ ქართულ სინამდვილეს, რადგან ქართველი ქალებისთვის არ იყო უცხო თანასწორობის იდეა. თქვენ გაეცნობით ქართველ ქალებს, რომელთაც გაკვალეს გზა მომავალი თაობის ქალებისათვის. ლექციას წაიკითხავს ფილოსოფოსი და ქალის უფლებების დამცველი ლელა გაფრინდაშვილი.

ლექციების განრიგი:
17 ოქტომბერი, პარასკევი: ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ (ლელა გაფრინდაშვილი)

24 ოქტომბერი, პარასკევი: ანტიფემინიზმი - უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის? (თამარ ცხადაძე)

31 ოქტომბერი, პარასკევი: ქალისა და კაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში (თინა მეგრელიძე)

7 ნოემბერი, პარასკევი: სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში? (დათო გაბუნია)

14 ნოემბერი, პარასკევი: გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში (თამთა თათარაშვილი)

21 ნოემბერი, პარასკევი: ვის ეშინია საბედისწერო ქალის? (თეო ხატიაშვილი)

28 ნოემბერი, პარასკევი: სექსიზმი ქართულ რეკლამებში (ეთუნა ნოღაიდელი)

5 დეკემბერი, პარასკევი: თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში (იდა ბახტურიძე)

12 დეკემბერი, პარასკევი: ფილმის ჩვენება „ვის ეშინია ფემინიზმის?“
 
პროექტის მხარდამჭერია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა