10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში გაიმართება „აჭარის განათლების ფონდის“ პრეზენტაცია. ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდებიან და მიმდინარე პროგრამებს და დაგეგმილ პროექტებს გააცნობენ.
ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“ 2011 წლიდან ახორციელებს უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, რუსული) და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო პროგრამებს. ორგანიზაცია აგრეთვე სთავაზობს TOEFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსს. აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის მინიმალური ასაკია 18 წელი.
უკან |