კონკურსი ავთანდილ ბარათაშვილის სახელობითი სტიპენდიის მოსაპოვებლად

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინონ   ტექნოლოგიური ფაკულტეტის სამდივნოში (დანართი 2).

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვთ  ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:
ა) არიან სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები და სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა დისციპლინაში აქვთ 81 და მეტი ქულა;
ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან  სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;

3. საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:
ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);
გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სეტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პირადობის მოწმობის ასლს;
ე) ცნობას სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ (დეკანის მიერ  დამოწმებულს);
ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;
ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის  სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს);
თ) სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლობის დამადასტურებელი ცნობას, გაცემული შესაბამისი სამსახურის მიერ.

4.  საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;
ბ) თუ კონკურსანტის  მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);
გ) თუ კონკურსანტის  მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;
დ) თუ კონკურსანტს  დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;
ე) თუ კონკურსანტის  აქვს ფინანსური დავალიანება.

5. ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება ტექნოლოგიური  ფაკულტეტის სამდივნოში 2014 წლის 3 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით.           
ბ) კონკურსის  შედეგები გამოქვეყნდება  2014 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ.                                                  

ტექნოლოგიური  ფაკულტეტის  საბჭო

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა