ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 წლის 24 სექტემბრიდან 03 ოქტომბრის ჩათვლით უმცროსი ექიმებისა და საექიმო სპეციალობის მაძიებლებისათვის, რომლებმაც მზადება დაიწყეს 2013 წლის 20 დეკემბრამდე და დასრულებული აქვთ I სასწავლო წლის მოდულები, აცხადებს რეგისტრაციას სარეზიდენტო პროგრამის ,,სამედიცინო რადიოლოგია“ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მოდულებზე.
რეგისტრაციისათვის უმცროსმა ექიმმა/საექიმო სპეციალობის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით);
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი და დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა (მოწმობა და მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი); ექიმ–სპეციალისტებისთვის – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი (სერთიფიკატი და სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (მოწმობის ასლი);
- ავტობიოგრაფია (CV);
- ფოტოსურათი 3X4სმ ზომით – 2 ცალი.
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველ დღე შაბათ–კვირის გარდა 10:00 სთ–დან 18:00 სთ-მდე.
მისამართი: ქ. ბათუმი, ე. ნინოშვილის ქ. N35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კანცელარია. ტელ.: 0422 27 17 88.
უკან |