
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში რსუ-ს სტუდენტებს შეხვდა. ომბუდსმენმა უნივერსიტეტელებს სახალხო დამცველის აპარატისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტების უფლება-მოვალეობებზე ესაუბრა და სამოქმედო გეგმები თუ პერსპექტივები გააცნო.
სახალხო დამცველმა შეხვედრაზე დასმულ აქტუალურ შეკითხვებსაც უპასუხა და სტუდენტებს ერთობლივი პროექტების განხორციელება შესთავაზა.
უკან |