
ბათუმის თვითმმართველობამ 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად განიხილა. ქალაქის საკრებულოს წევრებმა უნივერსიტეტელებს 2004-2009 წლებში შესრულებული საქმიანობის შედეგები გააცნეს და მთავარი საფინანსო დოკუმენტის დახვეწისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით დარგის სპეციალისტების მოსაზრებები მოისმინეს.
უკან |