
,,აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რეგიონი წინაანტიკურ და ანტიკურ ხანაში - შეხედულებები, დასკვნები და მოსაზრებები უახლესი აღმოჩენებისა და თეორიების მიხედვით“, ,,ქართული რენესანსი“ და ,,ტაო-კლარჯეთი ქართულ რენესანსული კულტურის ჭრილში“ - ეს ის თემებია, რომელთაც სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერეთა III სამეცნიერო, ორდღიანი სიმპოზიუმი დაეთმო.
სიმპოზიუმი, რომელშიც ქვეყნის ოთხი უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგების გაცნობას ითვალისწინებს. სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერეთა მოხსენებებს სპეციალური კომისია შეაფასებს და საუკეთესო მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს.
უკან |