
საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC-ი, რომელიც 1948 წლიდან მსოფლიოს 110 ქვეყანას აერთიანებს და ყოველ წლიურად 32 ათასზე მეტ 1800 უნივერსიტეტის სტუდენტს აძლევს საშუალებას მიიღოს მონაწილეობა 4500-ზე მეტ გაცვლით პროგრამასა და 350 კონფერენციაში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თანამშრომლობას სთავაზობს. ორგანიზაციის პრეზიდენტმა დავით ქობალიამ ბათუმელ სტუდენტებს ორგანიზაციის პროგრამები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
უკან |