
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამედროვე კვლევებისა და ინოვაციების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და მობილობის ხელშეწყობის, სამეცნიერო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კადრების მომზადების მიზნით მხარეები შეთანხმდნენ:
• ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, პუბლიკაციების და სამეცნიერო ღონისძიებების შემუშავება-განხორციელებასა და შედეგების აღიარებაზე;
• ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე;
• აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ურთიერთგაცვლითი პროგრამების ამოქმედებაზე;
• სწავლების პერიოდებისა და აკადემიური ხარისხის აღიარებაზე;
• ხარისხის უსრუნველყოფის სისტემის სრულყოფაზე;
უკან |