
რსუ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტთან არსებული ფოტო-ვიდეო სტუდია, სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური აცხადებს ფოტო-კონკურს - „გაზაფხული ბათუმში“. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა (უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა) 30 აპრილამდე სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურში უნდა წარმოადგინონ ფოტო (ზომა 30X40) და გაიარონ რეგისტრაცია. გამარჯვებული 26 მაისს გამოვლინდება.
უკან |