
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთან არსებულმა დასაქმების საბჭომ უნივერსიტეტის სტუდენტებს სააქციო საზოგადოება „ინდუსტრია-ინვესტის“ გენერალური დირექტორის (პ. კალოიანი) ინიციატივა - „სტუდენტური ბიზნეს სესხები“ წარუდგინა.
პროექტის მიზანია ბიზნესის სხვადასხვა სფეროში (გარდა ვაჭრობისა) სტუდენტთა ხელშეწყობა. დაფინანსდება ყველა ინიციატივა, რომელიც 5 წევრისგან შემდგარი ექსპერთა საბჭოს მიერ დადებით შეფასებას მიიღებს. პროექტის ბიუჯეტი 100 000 ლარით განისაზღვრა.
წარდგინებას ა.რ. მთავრობის მეთაური, ლევან ვარშალომიძე და ქალაქის მერი, რობერტ ჩხაიძე ესწრებოდნენ.
უკან |