
შოთა რუსთაველის დარბაზში პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ღია ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,კვანტური ინფორმატიკა და მიკრო, ნანო და პიკოტექნოლოგიები“. მეცნიერმა შეკრებილ საზოგადოებას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების ფარგლებში განხორციელებული ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევების შედეგები გააცნო.
მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის სახელთანა დაკავშირებულია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მოხსენება და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი. პაატა კერვალიშვილის გამოგონებები დანერგილია სხვადასხვა წარმოებაში.
უკან |