
რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია ,,რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი: ბრძოლა ბათუმისათვის“ რსუ-სა და საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისათვის ბათუმის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენებასა და რუსეთის აგრესიული ქმედებების სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებას ისახავდა მიზნად. მეცნიერებმა პატივი მიაგეს ქვეყნის დაცვისას დაღუპულ გმირებს და იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
უკან |