
აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (აშშ) და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორ-მასწავლებლები რსუ-ს რექტორსა და ფაკულტეტის დეკანებს შეხვდნენ. მხარეები სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე, ერთობლივად მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მომზადებასა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებაზე შეთანხმდნენ. უახლოეს მომავალში აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
უკან |