
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარეობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი 285 კომპიუტერული ტექნიკის კომპლექტითა და 30 პრინტერით აღიჭურვა კომპიუტერული კლასები, სტუდენტური თვითმმართველობა, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, დეკანატები, დეპარტამენტები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ადმინისტრაცია. გაორმაგებული ტექნიკური ბაზა ხელს შეუწყობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის ამაღლებას.
უკან |