9 მაისი 2010 წელი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმების მიხედვით ხელს შეუწყობენ ურთიერთობის განმტკიცებას და თანამშრომლობის განხორცილებას განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
ხელშეკრულება ითვალისწინებს:
- პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს;
- სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს;
- ერთობლივ კვლევით პროგრამებსა და სამეცნიერო ღონისძიებებს;
- ინფორმაციისა და პუბლიკაციების ურთიერთ გაცვლას;