
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ ,,ტვინინგის“ ექსპერტებმა ლუკ ლამბოლმა და ქრისტოფერ მოსიმ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: ,,ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემა და დიპლომების დანართი“. ორდღიანი სემინარი განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,CEIBAL“ – ტვინინგის პროექტის ეგიდით გაიმართა. მასში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უკან |