30 სექტემბერი 2010 წელი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა სტუდენტური თვითმმართველობის პროექტი - ,,ერთი სპორტული დღე“. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის ეზოში შეჯიბრი გაიმართა სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მლავჭიდში, ჭადრაკში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. გამარჯვებული მონაწილეები სტუდენტურმა თვითმმართველობამ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.