
Erasmus Mundus-ი სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამაა, რომლის მიზანია პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხის ამაღლება, მობილობის ხელშეწყობა და ევროპის საგანმანათლებლო უნივერსიტეტებსა და სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.
აღსანიშნავია, რომ 2007-2008 წელს საუკეთესო ქართველ ერაზმუსელად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი თინათინ ზოიძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ერაზმუსელად საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ამევე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ინგა ცინცქილაძე აღიარეს. მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლებლად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტდან 29 სტუდენტი და 3 აკადემიური პირი გაემგზავრა.
Erasmus Mundus-ის პროგრამაში საქართველოს 4 უნივერსიტეტი მონაწილეობს. ესენია: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus Mundus-ის პროგრამა საქართველოში მესამე წელია ხორციელდება.
უკან |