6 ოქტომბერი 2010 წელი

ირანის ელჩი საქართველოში მაჯიდ სამაზადე საბერი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრას ისახავდა მიზნად. შეხვედრაზე სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება დაიგეგმა. მხარეთა შეფასებით, ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების გაღრმავებას.