28 დეკემბერი 2010 წელი

საზეიმო სხდომაზე გასული სასწავლო წელი შეაჯამა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა უნივერსიტეტელებს რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ. პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე მან 2010 წელს უმაღლეს სასწავლებლში განხორციელებულ რეფორმებზე, საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ღონისძიება ტრადიციულად უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტ-ახალგაზრდობის ერთობლივი საახალწლო კონცერტით დასრულდა.