16 დეკემბერი 2011 წელი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბათუმის საჯარო და კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის საახალწლო კონცერტი გამართეს. უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა ახალგაზრდებს რსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება გააცნეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. კონცერტი სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მასში უნივერსიტეტის სტუდენტთა შემოქმედებითი, ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები მონაწილეობდა.