15 დეკემბერი 2011 წელი

საჯარო და კერძო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო კონცერტზე მიიწვიეს. კონცერტი სააქტო დარბაზში 16 დეკემბერს, 14.00 საათზე უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული, სტუდენტთა ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება. საახალწლო აქციის ფარგლებში ახალგაზრდებმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს სოფელ ახალსოფელში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში.