15 დეკემბერი 2011 წელი

ბათუმის, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის კერძო და საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ღია კარის დღე ჩაატარეს. აბიტურიენტებს უნივერსიტეტის ისტორია, პრიორიტეტები, სასასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამები, უნივერსიტეტში სწავლების პირობები, სტიპენდიები, სოციალური პროგრამები და არსებული სიახლეები წარუდგინეს. მომავალ სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.