22 ნოემბერი 2011 წელი

ფილოსოფიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია „ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემები“გაიმართა. სამეცნიერო სესია რსუ-ს ფილოსოფიის დეპარტემენტის ორგანიზებით იუნესკოს პროგრამის ეგიდით მესამედ ჩატარდა და ცნობილი ფილოსოფოსის ზურაბ კაკაბაძის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა განიხილეს თანამედროვე ფილოსოფიის მნიშვნელოვანი საკითხები. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ მოხსენება წარმოადგინა თემაზე: „ადამიანი თანამედროვე ქართულ აზროვნებაში“. კონფერენციის ფარგლებში ფილოსოფოსმა, თსუ-ს პროფესორმა თეიმურაზ მთიბელაშვილმა ღია ლექცია წაიკითხა მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიურ შეხედულებებზე.