16 ნოემბერი 2011 წელი

დასრულდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის პირველობა ინტელექტუალურ თამაშში „რა“? სად? როდის?“. ფაკულტეტის თასის მოსაპოვებლად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 100-ზე მეტი სტუდენტი იბრძოდა. პირველობა 20 მონაწილე გუნდს შორის რსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის გუნდმა „ეპისტემ“ მოიპოვა. მეორე ადგილიც ამავე ფაკულტეტის გუნდმა „გრინჩიმ“ დაიკავა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის გუნდი გახდა. გამარჯვებული მოთამაშეები თასითა და სიგელებით დააჯილდოვდნენ.