6 ოქტომბერი 2011 წელი

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ მელნიკმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,მსოფლიოს მდგრადი განვითარების გამოწვევები: საჯარო პოლიტიკის ფუნქცია საქართველოში“. ლექციას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მდგრადი განვითარების ექსპერტი უნივერსიტეტს აღმოსავლეთ-დასვლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტო "USAID"-ის მხარდაჭერით ეწვია.