
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ლეკვეიშვილი რსუ-ს სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდნენ და სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი ემზარ ძირკვაძე წარუდგინეს. მკვლევრები შეხვედრაზე დაგეგმილ სიახლეებსა და სამეცნიერო მიმართულებების პრიორიტეტებსაც გაეცნენ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრი ქობულეთში, ფიტო-პათოლოგიის მიმართულების შენობაში განთავსდება. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გამოიყო თანხა, რომელიც სამეცნიერო ცენტრის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფასა და სამეცნიერო კვლევა-ძიების მასშტაბების გაზრდას მოხმარდება.
უკან |