
მემორანდუმის საფუძველზე:
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განსაკუთრებით იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტების საკანონმდებლო და საკონსულტაციო პოტენციალი გამოიყენება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების მიმართულებით;
- შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგობრივი დეპარტამენტები (განსაკუთრებით იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტები) ჩაერთვებიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში შემოსული კანონპროექტების ანალიზის მომზადებასა და საკანონმდებლო წინადადებების განხილვაში;
- გაიმართება დისკუსიები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები საზოგადოებისათვის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის აქტუალურ საკითხებსა და მათთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ;
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტებს დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მომზადებაში, ხელს შეუწყობს კვლევის ხარისხის გაუმჯობესებასა და მათ ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში;
- მხარეები უზრუნველყოფენ ბიბლიოთეკებით სარგებლობის ხელმისაწვდომობას.
უკან |