20 ივლისი 2011 წელი

რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ეთერ მაჭუტაძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. პრაქტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცების მიზნით დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბაზაზე სტუდენტები ასევე გაივლიან სასწავლო და პროფესიულ პრაქტიკას. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და სემინარები.