23 ივნისი 2011 წელი

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძე და აუდიტორები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ღონისძიების მიზანი იყო კონტროლის პალატის საქმიანობის გაცნობა და ახალგაზრდების საჯარო სექტორის მართვითა და აუდიტით დაინტერესება. პალატის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: კონტროლის პალატის ახალი მანდატი, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები და მოქალაქეთა ინფორმირებულობა. რსუ-ს სტუდენტებისათვის აუდიტორ-სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა განხორციელდება, რაც მათ დაეხმარება აუდიტის სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებაში.