11 ივნისი 2011 წელი

საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსმა, INSERMI-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მარი ოდილე რეტორემ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „სამედიცინო გენეტიკის აქტუალური საკითხები და გენეტიკურ დაავადებებთან ბრძოლის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები“. მკვლევარმა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ბიოეთიკაში მიმდინარე კვლევის შედეგები და ადამიანის გენეტიკის, დაუნიზმისა და ადამიანის ცხოვრებაში თანამედროვე ტექნიკის როლის მნიშვნელობასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.