9 ივნისი 2011 წელი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილე დაგ მაკმილანი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა საჯარო ლექცია წაიკითხა ბრიტანეთის სახელმწიფოს მოწყობის, სამართლებრივი სივრცისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის საკითხებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ელჩის მოადგილემ დაგ მაკმილანმა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.