16 მაისი 2011 წელი

გოეთეს ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ფოტოგამოფენა “Musik+X" გაიხსნა. ფოტოგამოფენა მუსიკალურ ჟანრებს: პოპს, ჰიპ-ჰოპს, ინდისა და ტექნოს ეძღვნება. 17 პლაკატზე ასახულია თანამედროვე გერმანული მუსიკის გავლენა ახალგაზრდობაზე. ექსპოზიციას კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს, რომლის ფარგლებშიც გამოფენის ორგანიზატორები რსუ-ს სტუდენტებისა და საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ორი კვირის განმავლობაში თანამედროვე გერმანული მუსიკის თემაზე სემინარებს ჩაატარებენ.