11 მაისი 2011 წელი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში გივი ნახუცრიშვილის დოკუმენტური ფილმის - „მერისული ჩანახატები“ წარდგინება გაიმართა. დოკუმენტური ფილმი ეთნოგრაფიული ხასიათისაა და მასში ასახულია ქედის რაიონის სოფელ მერისის ისტორია, კულტურა, ყოფა-ცხოვრება და ტრადიციები. „მერისული ჩანახატები“ შემოქმედებითმა ჯგუფმა რსუ-ს სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებისა და სტუდენტური თვითმმართველობის ხელშეწყობით გადაიღო.