20 მარტი 2011 წელი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურასა და საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების შემუშავება-დახვეწის საკითხებზე ისუბრა. შეკრებილთ ასევე ის რჩევები და რეკომენდაციები გააცნო, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გავლაში დაეხმარება.